წესები & პირობები

ვებ-საიტის სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს და ადასტურებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება განხორციელდება ვებ-საიტის კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

1. უფლებამოსილება

  • 1.1 წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, ან გაქვთ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირის თანხმობა აპლიკაციით სარგებლობისთვის.
  • 1.2 წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური გვერდის შევსების/განახლების დროს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არის სწორი და ზუსტი.
  • 1.3 თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ნებაყოფლობითი არ გაცნობა, არ ცვლის ან უარყოფს თქვენს თანხმობას აღნიშნული წესებისა და პირობებისადმი.

2. მომსახურების აღწერილობა

ვებ-საიტი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც გაძლევთ საშუალებას: ერთ სივრცეში იხილოთ სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრები და სხვა სილამაზისა და ველნესის დაწესებულებება (შემდგომში - “დაწესებულება”), რომლებიც ოპერირებენ თქვენს ადგილსამყოფელ ქალაქში; გაეცნოთ მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს და ელექტრონულად დაჯავშნოთ სასურველი სერვისი სასურველ დაწესებულებაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ვებ-საიტის მეშვეობით თქვენ გექნებათ საშუალება გაეცნოთ დაწესებულების პირად გვერდს, მათ სერვისებს, სპეციალურ შემოთავაზებებს, სიახლეებს, ფასებს, ნახოთ კალენდარი ჯავშნებისთვის თავისუფალი დროებით, შეარჩიოთ სასურველი სპეციალისტი, ნახოთ დაწესებულებების რეიტინგი და დაჯავშნოთ სასურველი სერვისი

3. გარანტიები და ჩვენი პასუხისმგებლობა

  • 3.1 ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას დაჯავშნილი დაწესებულების მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.
  • 3.2 ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა დაჯავშნილი დაწესებულების მიერ მიყენებული/გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანსა და დარღვევაზე.
  • 3.3 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი აპლიკაციაში დაწესებულების შესახებ ასახული ინფორმაციის სისწორესა და სიზუსტეზე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინფორმაციის პლატფორმაზე განთავსება ხდება თავად დაწესებულების მიერ. თუმცაღა, მადლიერები ვიქნებით, თუკი თქვენ შეგვატყობინებთ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის ნებისმიერი სახის უზუსტობასთან დაკავშირებით.

4. დაჯავშნის პოლიტიკა

  • 4.1 თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ სერვისი სასურველ დაწესებულებაში, აირჩიოთ სპეციალისტი და აირჩიოთ სერვისის მიღების თარიღი და დრო. თქვენი მხრიდან ჯავშნის მოთხოვნა განხილული იქნება როგორც თქვენი ოფერი სერვისის მიღების შესახებ. მას შემდეგ, რაც ვებ-საიტის მეშვეობით მიიღებთ სერვისის დაჯავშნის დასტურს, თქვენსა და დაწესებულებას შორის დადებულად ჩაითვლება გარიგება თქვენთვის სერვისის მოწოდების შესახებ.
  • 4.2 ვებ-საიტი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ჯავშანი ავტომატურად აისახოს შესაბამისი დაწესებულების განრიგში.

5. გადახდის პოლიტიკა

  • 5.1 მომსახურებების საფასურები ასახულია ვებ-საიტზე თითოეული დაწესებულების პირად გვერდზე. მომსახურებების საფასური შესაძლოა მოცემული იყოს როგორ ერთი კონკრეტული თანხა, ან საწყისი თანხა (დან), რომლის საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია მომსახურების სპეციფიკაზე (მაგალითად, მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული პროდუქციის ხარისხზე, რომელსაც ადგილზე ირჩევს მომხმარებელი და ა.შ.). საწყისი თანხის მითითების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ოდენობის საბოლოო დაანგარიშება და დაკონკრეტება მოხდება დაწესებულების მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის შემდეგ
  • 5.2 მომხმარებელს ვებ-საიტზე დაჯავშნილი მომსახურების ღირებულების გადახდა შეუძლია ადგილზე, უშუალოდ დაწესებულებაში (ნაღდი ანგარიშსწორება, ბარათი, ვაუჩერი).

6. ჯავშნის გაუქმება, გვიანი გაუქმება და დაწესებულებაში არ მისვლა

  • 6.1 თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააუქმოთ ჯავშანი ვებ-საიტის მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუკი ვერ ახერხებთ, ან აღარ გსურთ ვებ-საიტიდან დაჯავშნილი სერვისის მიღება. დაწესებულებების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, სასურველია ჯავშანი გააუქმოთ ჩაწერის დრომდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.
  • 5.2 მომხმარებელს ვებ-საიტზე დაჯავშნილი მომსახურების ღირებულების გადახდა შეუძლია ადგილზე, უშუალოდ დაწესებულებაში (ნაღდი ანგარიშსწორება, ბარათი, ვაუჩერი).

7. არაკეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის ჯავშნის გაკეთების აკრძალვა

  • 7.1 თქვენ შესაძლოა აგეკრძალოთ ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით ჯავშნების გაკეთება, თუკი:

    • ა) თქვენ სისტემატიურად ჯავშნით სერვისებს აპლიკაციის მეშვეობით და არ მიდიხართ დაწესებულებაში სერვისის მისაღებად.
    • ბ) დაწესებულების მოთხოვნით მათ მიმართ თქვენი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
  • 7.2 ჯავშნის გაკეთების აკრძალვის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას და შესაძლებლობა გექნებათ კითხვების შემთხვევაში მიმართოთ მომხმარებელთა დახმარების ჯგუფს.
  • 7.3 ჩვენ ვიტოვებთ შესაძლებლობას დაწესებულებასთან შეთანხმებით აღგიდგინოთ ჯავშნების გაკეთების უფლება.

8. ფორს-მაჟორი

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას წინამდებარე წესებითა და პირობებით ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან ამ ვალდებულებების შესრულების შეფერხების გამო, თუკი ასეთი შეუსრულებლობა, ან შესრულების შეფერხება გამოწვეულია ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული ფორს-მაჟორული მოვლენებით ან სიტუაციით. ფორს-მაჟორი, მათ შორის, მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ა) გაფიცვები, საპროტესტო აქციები და/ან სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები.
  • ბ) სამოქალაქო რევოლუციები, არეულობები, ტერორისტული თავდასხმები, ან ტერორისტული თავდასხმის ან ომის მუქარა, ომის წარმოებისთვის მზადება ან მუქარა.
  • გ) ხანძარი, აფეთქებები, შტორმი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემიები და სტიქიური უბედურებები.
  • დ) მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები.