როგორ მოვუაროთ თმას სახლის პირობებში

ავტორი მერი მერი|2021-04-24 17:21

მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ურჩი, ხვეული და დაზიანებულია. დღეს ნამდვილად არ ჭირს ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის შამპუნის არჩევა. თუ თქვენ ძვირადღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მოცემული შამპუნის რეკლამაში იყო, არ იდარდოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ. არსებობს მშრალი/ცხიმიანი/ნორმალური/შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს. თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა. მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება. შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან - მშრალი. მინდა რამდენიმე ასე ვთქვათ შინაურული მეთოდი გირჩიოთ სახლის პირობებში თმის მოსავლელად. მოგეხსენებათ,ზამთარში ჩვენს თმას და ზოგადად, ორგანიზმს ვიტამინები აკლია. გარდა იმისა, რომ ვიტამინიზირებული პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ, ის ასევე დაუნანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი დანიშნულებითაც, ანუ თმაზე წაისვათ, დავიწყეთ